20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ჩემი და გვარამიას საუბრები რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მხარდამჭერი იყო", - ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან მისი საუბრები შეეხებოდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მხარდაჭერას.

„რაც მე ვიცი და რაც ბატონ გვარამიასთან მქონდა საუბრები, ეს იყო მხარდამჭერი რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ და იმისი, რომ არ უნდა შეუშინდეს ამ ბრალდებებს, რომელიც მოდის და იერიშს ხელისუფლების მხრიდან და ის უნდა დადგეს ყოველთვის მშვიდობიანი საპროტესტო მუხტის გვერდით.

ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი იმ დროს, როდესაც ძალიან აწეული იყო მდგომარეობა 2009-201 წელს, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიყენებდით და ამან გაამართლა. თავისუფალი დემორკატები ყოველთვის ვიყავით რევოილუციური განვითარების წინააღმდეგი, ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ საარჩევნო ბიულეტინი არის მთავარი“, - აღნიშნა ალასანიამ. 

დღის ამბები