ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე პროცესად აფასებს.
"ეს არხი საერთოდ ჩაახშონ ან გახადონ სრულიად დისფუნქციური 2016 წლის არჩევნების წინ", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე, რომლის მტკიცებითაც ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯებით ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს აუარესებს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ჩანაწერში არსებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც მისაღები და მოსაწონი იქნებოდა, ყოფილ პრეზიდენტს ამ ჩანაწერებში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ესაუბრა.
"საკმაოდ უდიერი დამოკიდებულება გამოჩნდა მისი მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დგანან რუსთავი 2-ის დასაცავად და მათ შორის არ არიან მხოლოდ მისი პარტიის წვერები", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.