20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით", - სერგო რატიანი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე კურიერთან საუბრობს და სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვაზე აკეთებს აქცენტს.

"მედიის თავისუფლება და რუსთავი 2-ის საქმე დაწყვილდა სასამართლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან. ამ მიმართულებითაც ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით. ის მეთოდები, რასაც ის იყენებს ურთმელიძის მიმართ არის არაადამიანური", - აცხადებს სერგო რატიანი.

სერგო რატიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და ამ ჩანაწერის ავტორადაც ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, რომელმაც ეს ჩანაწერები ოლიგარქი მეგობრების დახმარებით განახორციელა.

"ვის-ვის და სააკაშვილს კარგად ესმის, რას ნიშნავს მშვიდობიანი პროტესტი და მშვიდობიანი დაპირისპირება. სწორედ ასეთი ფორმით ჰყავს მას დამარცხებული ასლან აბაშიძე და შევარდნაძე", - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები