რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა რიცხვს ოთარ იოსელიანი შეემატა. საფრანგეთში მყოფი კინორეჟისორი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის დახურვა ქვეყნის სირცხვილია.
"თუ ამ თავისუფლებას ჟურნალისტებს გამოვაკლებთ, რომ თავის მეობა გამოაცხადონ თავის აზრი თქვან, ხალხს ათქმევინონ თავის აზრი საჯაროდ, ამით დაიხშობა ყველაფერი, დაიღუპება ეს ხელობა, რომელიც არის ერთადერთი მოძრავი დემოკრატიული ყველა საზოგადოებაში. სირცხვილია ამ არხის დახურვა საქართველოსთვის,"- აცხადებს კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი.