20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
ნინო კირთაძე "რუსთავი 2-ს" მხარდაჭერას უცხადებს

კინორეჟისორი ნინო კირთაძე რუსთავი 2-ს და არხზე მომუშავე ჟურნალისტებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს. რეჟისორი ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის ასეთი ტელეკომპანიის დახურვა დამღუპველია.

"განსხვავებული აზრის მოსმენა ალბათ არაა ადვილი, მაგრამ ამ განსხვავებული აზრის არარსებობა ნებისმიერი საზოგადოებისთვის და საქმისთვის დამღუპველია. მინახავს ეს ჟურნალისტები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მინახავს  რას აკეთებდნენ ეს ადამიანები თბილისში წყალდიდობის დროს, იმ დროს თბილისში მე თავად ვიყავი. ასე არხის დახურვა ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობის პირობებში არის ძალიან საშიში ნაბიჯი,"- აცხადებს ნინო კირთაძე. 

 

 

 

დღის ამბები