20 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჩვილი და დედა, რომელიც ორსულობას ბოლო წუთამდე მალავდა

27 ოქტომბერს, 40 წლამდე ქალბატონი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, ახალნამშობიარები აღმოჩნდა, თუმცა ბავშვზე არაფერს ამბობდა. ექიმებმა პატრული გამოიძახეს, პოლიციამ გარდაცვლილი ახალშობილი პაციენტის სახლში იპოვა. ქალს მეუღლე და 3 ბიჭი ჰყავს და მე-4 შვილს ელოდებოდა.

როგორც ირკვევა ქალბატონის ორსულობის შესახებ არც მეზობლებმა იცოდნენ. 8 თვემდე მუცელს იკრავდა და ვენახშიც ჩვეულად მუშაოდბა.

მომხდარის შესახებ ინფრომაცია პოსტსკრიპტუმის გადამღებ ჯგუფს მეზობელმა იაწოდა.

როგორც ამბობენ, ბავშვის გაჩენამდე 3 დღით ადრე, პოლიცია თავად ქალმა გამოიძახა, თუმცა შემაკავებელი ოქმი არ დააწერინა, ქმარს ხელი არ დაურტყამს სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენაო. ბოლოს პატრულმა ქმარს ხელწერილი დააწერინა. მეზობლები ფიქრობენ, რომ სახლში მუდმივ კოლფლიქტს ქალი მალავდა.

მეზობლების ნაწილი ქმრის მხრიდან ქალზე ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავს. ოჯახურ კონფლიქტს უარყოფენ ქალბატონის შვილებიც.

მშობიარობაზე ქალბატონს არც საავადმყოფოში უთქვამს რაიმე. სავარაუდოდ პაციენტი მშობიარობისას 7-8 თვის ორსული იყო, მდედრობით სქესის გარდაცვლილი ჩვილი, ექსპერტიზის შემდეგ მამამ და ძმებმა დაასაფლავეს. თავად ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში წევს. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სოციალური მუშაკები ზრუნავენ. არ უშვებენ მნახველებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმე 112 მუხლითაა აღძრული. 

ავტორი: გვანცა სუთიძე

დღის ამბები