გასულ კვირას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას ესაუბრება საქმე აღიძრა.
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოველენებს აქტიურად ეცხმაურება საერთაშორისო მედია და ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამავე თემაზე გაამახვილა ყურადღება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ყველა შეხვედრაზე, რომელიც თბილისში ვიზიტის დროს გამართა.
უცხოელი კოლეგების მიერ გამოთქმულ კრიტიკას კატეგორიულად არ იღებს ხელისუფლება. მათ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა ყოფილმა პრემიერმაც, რომელმაც კრიტიკის ავტორებს „უბედურები და ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლი“ უწოდა.
სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილების საბაბით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელევიზიის გარშემო თვალთვალის 13 კამერა დააყენა და პატრულის 3 ეკიპაჟი გამოყო შემსვლელ-გამომსვლელი სატვირთოების ჩხრეკისათვის.
შემდეგი კვირის მთავარი თემა ისევ რუსთავი ორი იქნება. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს სასამართლომ, ვიღაც აუცილებლად გააპროტესტებს.
ავტორი:თენგო გოგოტიშვილი