სამცხე ჯავახეთი ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც საქართველოს გზას ევრაზიულ კავშირში უფრო ხედავს ვიდრე ევროპაში, მიზეზი ბევრია. ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ნაწილი საქართველოშიც 6 თვეს და რუსეთშიც 6 თვეს ატარებენ. მათი ახლობლების დიდი ნაწილი კი სწორედ რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი უფრო საინტერესოა ვიდრე ევროპა. ნაწილი კი ვერ აკონკრეტებს თუ რატომ რუსეთი და არა ევროპა. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ მათ რუსეთი არ სურთ და უნდათ ევროპაში. რეგიონში არიან ქართველები, რომლებიც სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით რძის პროდუქტებს აწარმოებენ და პროდუქტის ნაწილიც ევროპაში გააქვთ.
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ელენე გოცაძე ამბობს, რომ რუსეთი რეგიონში სხვადასხვა ორგანიზაციების მათ შორის მედიასაშუალებების დახმარებით ანტიდასავლურ პროპაგანდას ატარებს. ვრცელდება მითები და ლეგენდები, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
რუსულ პროპაგანდას აქტიურად ეწევა მედიაკავშირი ობიექტივი რამდენიმე გაზეთი და ა.შ. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ლიდერობს ამ მიმართულებით ერეკლე მეორის საზოგადოებაა.
მსგავსი ვითარებააა საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც რუსული პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს არის შემთხვევები, როდესაც რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ფიგურირებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
აქვე შეგახსენებთ NDI-ს კვლევის ბოლო შედეგებს, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ მოქალაქეთა რაოდენობა პირველად ბოლო წლების განმავლობაში 11%-ით შემცირდა.
ავტორი: თეა ადეიშვილი