20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"ჩვენ რომ მოსამართლესთან გვქონდეს საქმე ამ ტიპის საქმე წარმოებაში არ უნდა იყოს,"- ზაზა ბიბილაშვილი

ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საქმის განხილვა ხვალ დილით 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. სხდომა შუამდგომლობების დაყენებით განახლდება და ცნობილი გახდება მოსამართლის პოზიცია, იმ შუამდგომლობასთან დაკავშირებითაც რომელიც რუსთავი 2-მა გასულ კვირას დააყენა. რუსთავი2-ისა და TV საქართველოს იურისტები ითხოვენ, რომ ზარალი მილიონ 100 ათასი, რომელიც რუსთავი 2-მა და მფლობელებმა ამ პერიოდში მიიღეს დეპოზიტზე იყოს ასახული სპეციალურ ანგარიშზე დავის დასრულებამდე. 

ამის შემდეგ სხდომაზე რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები საპაექრო სიტყვებს წარმოათქვამენ. 

"ჩვენ რომ მოსამართლესთან გვქონდეს საქმე ამ ტიპის საქმე საერთოდ წარმოებაში არ უნდა ყოფილიყო, თუ იქნა მიღებული 1 საათშიც შეიძლებოდა დასრულებულიყო რადგან მასში არ არის მტკიცებულება,"- განაცხადა TV საქართველოს იურისტმა  ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილმა არსებული დავის შესახებ მაგალითიც მოიყვანა, რათა მოქალაქეებისათვის თვალსაჩინო გახდეს თუ რა ხდება რუსთავი 2-ის ირგვლივ ბოლო 1 თვის განმავლობაში.

"წარმოიდგინეთ ცხოვრობთ ბინაში, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოდის ადამიანი, რომელთანაც არ გქონდათ არანაირი შეხება და ამბობს, რომ მან ეს ბინა 10 წლის წინ იაფად გაყიდა და ახლა თქვენ უნდა გამოხვიდეთ და ის უნდა შევიდეს. აი ეს ხდება რუსთავი 2-ის ირგვლივ,"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

დღის ამბები