20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, მედიასივრცე საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს"-შალვა შავგულიძე

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ მოტივზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქმის განხილვა გამჭვირვალედ წარიმართოს.

მათი შეფასებით, პროცესებიდან დასტურდება, რომ ეს არ არის კერძო მესაკუთრეთა დავა და მის უკან ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, რომელიც ცდილობს, მედიასივრცე გააკონტროლოს.

"ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, მედიასივრცე საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს, აცხადებს თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრი, შალვა შავგულიძე.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ მოსამართლის ობიექტურ გადაწყვეტილებაშიც ეპარებათ ეჭვი.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ დღეს მედიაც და სასამართლოც თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან.

„სამართლიანობას, თავისუფალ სიტყვას შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს.ვინაიდან რომელიმე ჩვენმა დეპუტატმა თქვა, რომ რუსთავი 2 ტენდენციურია, ამის გამო რუსთავი 2-ს ან მოსამართლეს ზეწოლა ემუქრება, ეს არის ზღაპარი, რომლისაც პატარა ბავშვებსაც აღარ სჯერათ,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები