20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომას არასამთავრობოები ესწრებიან

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები სხდომას დღესაც ესწრებიან.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, საქმის განხილვა ბევრ კითხვას ბადებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზეა გადასული, რთული, ვივარაუდოთ, დღეს რა მოხდება. ეს პროცესი, ერთი მხრივ, ხელისუფლების თავზეხელაღებულობაზეა და მოკიდებული და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ პროტესტსა და რეაქციაზე. მე ყველა პროცესზე დავდივარ, რომ ერთი მხრივ, უკანონობა აღვრიცხო და მეორე მხრივ, ამ პოლიტიკური პროცესისადმი ჩემი პროტესტი დავაფიქსირო,“-განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ.

სასამართლო სხდომას ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებიაც, ესწრება. ნაჭყებიას თქმით, მას სერიოზული ეჭვი აქვს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესები ხელისუფლების მიერ არის მართული.

ამავე თემაზე
დღის ამბები