რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მოჰყვა.
„ჩემთვის მისაღებია გადაწვეტილება ზოგადად სამართლებრივ საკითხებში, რომ იყოს აბსოლუტური მედიის თავისუფლება, არც ერთი მედიასაშუალება პარტიულ ინტერესებს არ ითვალისწინებდეს და წყნარი გარემო იყოს, ყველას შევუწყოთ ხელი მუშაობაში, ჟურნალისტებსაც, პოლიტიკოსებსაც და მოსამართლეებსაც,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საკნონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაციონალურ მოძრაობაშიც გამოეხმაურნენ.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ნორმა, რომლითაც რუსთავი 2-ის დაყაჩაღება ხდება, არაკონსტიტუციურია. ვინაიდან საკონსტიტუციომ ეს წარმოებაში მიიღო, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ რუსთავი 2-ს ვერავის წაართმევენ, ვერც კოლექტივს და ვერც მეპატრონეებს და კიდევ ერთხელ გაშიშვლდებიან ის ადამიანები, ქიბარ ხალვაში, ბიძინა ივანიშვილი, ვისი ხელითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ვითომდა რაღაც დავის წარმოებას,“-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რუსთავი 2-ის სარჩელი, რომლითაც წარმოებაში მიღებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება, მათ შორის რუსთავი 2-თან მიმართებაშიც.