რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანია საქართველოს იურისტების მიერ შეტანილი სარჩელის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს, რაც ნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში არსებითი განხილვა უნდა მოხდეს.
კანონმდებლობის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის კი, საკონსტიტუციო სასამართლოს ვადები გათვალისწინებული არ აქვს.
„კანონმდებლობის მიხედვით, არსებითი განხილვა 9 თვის ვადაში უნდა ჩატარდეს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე კანონმდებლობით ვადები არ არსებობს,“ - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველი, გიორგი ლომთაძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.