რუსთავი 2-ის ოფისთან სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები დღესაც შეიკრიბნენ. რამდენიმე ასეული ადამიანი რუსთავი 2-ის შესასვლელთან დგას.
მხარდამჭერები რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ. შეკრებილები მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს მოითხოვენ.