20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"ეს ნაბიჯი შესძენს ამ ისტერიულ ფონს დამაწყნარებლის ფუნქციას", - ირაკლი ალასანია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან თავისუფალი დემოკრატები.

ირაკლი ალასანია მიესალმება რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს, რადგან თავისუფალი დემოკრატების ლიდერს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი ამოწურული, ვიდრე იქნება რაიმე ფორმის გადაწყვეტილება აღსრულებასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ შესძენს ამ ისტერიულ ფონს დამაწყნარებლის ფუნქციას. აუცილებელია, რომ ეს ისტერიკა აღარ იყოს ამ სასამართლო პროცესის ირგვლივ, რეალურად დაინახოს საზოგადოებამ რა ხდება და რაც მთავარია, რუსთავი 2-მა გააგრძელოს მაუწყებლობა და მისი სარედაქციო თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი,“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.  

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე. 

დღის ამბები