საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღებია. მათი შეფასებით, ყველა, მათ შორის, პოლიტიკოსებიც და ნებისმიერი მოქალქე უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წევრის განმარტებით, სწორედ ეს არის დემოკრატიული ქვეყნის ძირითადი არსი.
"ის რაც არის სადაო, რაც უკავშირდება გარკვეულ პრობლემებს, ის რაც ვერ გაარკვია ორმა მხარემ ერთმანეთში, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ნორმა დროებით შესაჩერებელია, ვენდობი თუ არა სხვა საკითხია, მე პატივს ვცემ საქართველოს მართლმსაჯულებას", - აღნიშნა ანი მიროტაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.