საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაში მიღებას ადვოკატები ეხმაურებიან.
მოპასუხე მხარის ადვოკატები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მათ ყველა შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ყველა ინსტანციაში გასაჩივრების შანსი მიეცემათ, თუ მოსამართლე მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა კეთილსინდისიერ, საღად მოაზროვნე, მომავალზე ორიენტირებულ მოქალაქეს ვულოცავ", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ადვოკატი პაატა სალია, კი აცხადებს, რომ სასამრთლოს მიმდინარეობისას არცერთ ეტაპზე დაუყოვნებლივ აღსრულება არ მოუთხოვიათ. სალიას თქმით, ეს მოპასუხე მხარის ადვოკატების მიერ ატეხილი აჟიოტაჟით იყო გამოწვეული.