საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ გაერთიანებული დემოკრატებიც. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ დავას, არა კერძო პირი, არამედ ხელისუფლება აწარმეობს და ტელეკომპანიის სარჩელის წარმოებაში მიღება, სწორი გადაწყვეტილეებაა.
„ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სწორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და ვინმესთვის ქონების დაბრუნების მცდელობა. სრულიად ნათელია, რომ ეს იყო ბრძოლა რუსთავი 2-ის, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი რუსთავი 2-ის, მაგრამ მაინც ტელევიზიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.