რუსთავი 2-ის ოფისთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები დღესაც შეიკრიბნენ. სამაუწყებლო კომპანიის შესასვლელთან მისული ადამიანები რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობდნენ და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს მოითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამრთლომ დღეს საქართველო გადაარჩინა ძალიან დიდ საეთაშორისო ზიანს, გადაარჩინა შემდგომ შიდა დაპირისპირებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ პროცესები "ბერვად უფრო ნაკლებ დამაზიანებელი კალაპოტით წარიმართება."