20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"ნამდვილად დააკლდება მედიასივრცეს, თუ ეს ტელევიზია ამ ფორმით, როგორიც არის დღეს, აღარ იქნება,“ - სანდრა რულოვსი

ტელეკომპანია რუსათვი 2-ის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი. რულოვსმა რუსთავი 2-ს მხარდა ჭერა გამოუცხადა.

„ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ ყველაზე ძლიერი სატელევიზიო არხის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. ნამდვილად დააკლდება მედიასივრცეს, თუ ეს ტელევიზია ამ ფორმით, როგორიც არის დღეს, აღარ იქნება,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

რამდენიმე ასეული ადამიანი ტელეკომპანიის შესასვლელთან რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობდა და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს მოითხოვდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები