20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"თქვენ იღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და თქვენზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში" - თამთა მურადაშვილი თამაზ ურთმელიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. პროცესი 11:30-ზე ისევ საპაექრო სიტყვით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებაზე გავა.

დღევანდელ სხდომაზე საპაექრო სიტყვა ბოლოს რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა წარმოთქვა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მიმართა. მისი თქმით, მოსამართლე თავისუფალ სიტყვის წინააღმდეგ იბრძვის და ამის შესახებ მომავალში, თუკი პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს, სტუდენტებთან საუბარი გაუძნელდება.

„თქვენ იღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და თქვენზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ რუსთავი 2, მაგრამ ეს ჟურნალისტები ისტორიას წერენ,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

დღის ამბები