20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
იანოშ ჰერმანი საქართველოს ხელისუფლებას "რუსთავი 2-ის" საქმეზე ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ახსენებს

რუსთავი 2-ის საქმისა და დღეს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში ევროკავშირს ერთი და იგივე პოზიცია აქვს.

„ერთის მხრივ, ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპისა და მედიაპლურალიზმის დაცვა. მეორეს მხრივ კი ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების პატივისცემისკენ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დიალოგისკენ. ვაგრძელებთ რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკვირვებას უფრო ფართო კონტექსტშიც - ასოცირების შეთანხმების თვალსაზრისით. როგორც იცით ასოცირების შეთანხმება შეიცავს მნიშვნელოვან ვალდებულებებს საქართველოსთვის და ეს სერიოზული პრინციპების პატივისცემას გულისხმობს. ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პლურალიზმის პატივისცემას. ეს ყველაფერი ამ ვალდებულებების მნიშვნელოვანი კომპონენტია,“ - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

დღის ამბები