20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაში მიღებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის მოქმედებაც შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმამ შესაძლოა სარჩელის ავტორთა უფლებების შეუქცევადი დარღვევა გამოიწვიოს. გადაწყვეტილება 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიღო, მათ შორისაა მოსამართლე მერაბ ტურავაც.

ნორმის კონსტიტუციურობის განსახილველად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. რუსთავი 2-ის გნერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელკომპანიის სწრაფად დამორჩილების სახელისუფლებო გეგმა ამ ეტაპზე წარუმატებელია და არხს საშუალება ეძლევა სამართლებრივი დავა განაგრძოს.

იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიაზე გავლენას არ მოახდენს. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერება ცუდი კერძო სექტორისთვის იქნება.

მინისტრისგან განსხვავებით გადაწყვეტილება მისაღებია მმართველი გუნდის საპარლამენტო ნაწილისთვის. დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ ნორმის შეჩერებას სამართლიანს უწოდებენ ოპოზიციაში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო, კანონი მას გადაწყვეტილების გამოცხადების ვადებს არ უზღუდავს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები