რუსთავი 2-ის ადვოკატები ქიბარ ხალვაშის საქმეს მტკიცებულებებით გაუმყარებელს უწოდებენ. მათი განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე 10 წელი ემზადებოდა არსებული დავისთვის სარჩელი მტკიცებულებებით გამყარებული მაინც არ არის.
რუსთავი 2-ის ადვოკატების გარდა მოსამართლეს საპაექრო სიტყვებით მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა ნაწილმაც მიმართა. ხვალინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით კომპანიის მფლობელების გია და ლევან ყარამანიშვილების და TV საქართველოს ადვოკატები წარდგებიან.
პროცესი ხვალ 11:30 მოპასუხეთა საპაექრო სიტყვებით გაგრძელდება, რის შემდეგაც მხარეებს რეპლიკით სარგებლობის უფლება ექნებათ.
ადვოკატების პოზიციის მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავა, თუმცა როდის გამოაცხადებს თამაზ ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის სარჩელზე გადაწყვეტილებას უცნობია.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.