ვიცე-პრემიერი გაზპრომის ხელმძღვანელობასთან მორიგი მოლაპარაკებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის დღის წესრიგის პირველი საკითხი ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი იქნება. რუსულ მხარესთან შეხვედრამდე ტრანზიტის დეტალები მინისტრმა დღეს თავის სომეხ კოლეგასთან დააზუსტა.
უკვე ცნობილია, რომ სომხეთი გაზპრომისგან საქართვლოს გავლით ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდას აპირებს.
გაზპრომთან მოლაპარაკების დეტალები მინისტრთა კაბინეტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა პოლიტიკურ სპეკულაციას იწვევს. გელა დუმბაძე კახი კალაძისგან ანგარიშის მოსმენის მომხრეა.
ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებების დეტალები მთავრობის წევრებისთვისაც კი უცნობია, ოპოზიციაში ეჭვს იწვევს. საპარლამენტო უმცირესობას მიჩნია, რომ ქართულ მხარეს კრემლისთვის გაზის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. განსხვავებულია რისკების შეფასება კოალიციის ლიდერებში.
ავტორები: ნატა მახვილძე, ვახო ბუნტური.