მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორთან და მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან დღეს იმავე ვებგვერდზე გავრცელდა, რომელზეც წინა ჩანაწერები. აუდიომასალაში ნიკა გვარამია ყოფილი პრეზიდენტთან ტელეკომპანიის უსაფრთხოების საკითხს განიხილავს, თუმცა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მსგავს საუბარს ვერ იხსენებს.
ჩანაწერის ავთენტურობის გარკვევას სახელისუფლებო გუნდი გამოძიებისგან ელოდება. ნაციონალურ მოძრაობაში უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ.
ფარული სატელეფონო ჩანაწერების ატვირთვის გარდა შესაძლოა რუსული სერვერზე რუსთავი 2-ის ოფისთან მიმდინარე აქციაზე გადაღებული საგანგებოდ დადგმული სცენები მოხვდეს, ამის შესახებ ნიკა გვარამიამ წყაროზე დაყრდნობით, დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
რუსთავი 2–ის დირექტორს შეკითხვები აქვს სხვა ტელეკომპანიებთან, სადაც მისი თქმით უკანონო ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია იქამდე ჰქონდათ, ვიდრე ისინი საჯარო სივრცეში მოხვდებოდა.
გვარამიას კრიტიკას პასუხი მხოლოდ ტელეკომპანია იმედისგან მოჰყვა, სადაც ბოდიში აუდიოჩანაწერის იმ ნაწილის გაშვებისთვის მოიხადეს, სადაც უხამსი სიტყვები იყო გამოყენებული.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.