20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრის წერილი უკრაინის პრეზიდენტს

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრის წერილი სავარაუდოდ უკვე მიიღო. მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციას პეტრე პოროშენკოს ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით აწვდის. პრემიერი განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტს საკითხით დაინტერესებას თხოვს.

დაინტერესდება თუ არა ოფიციალური კიევი მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებით, ცნობილი არ არის. უმცირესობა კი მთავრობას სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში არასწორი ურთიერთობების გამო აკრიტიკებს.

პრემიერიმინისტრის პეტრე პოროშენკოსთვის მიწერილი წერილი გაუგებარია ექსპერტებისთვის. ისინი ამბობენ, რომ მმართველ კოალიციას არანაირ შედეგს ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურობა არ მოუტანს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები