20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის კანდიდატები ჟურნალისტების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ

დღეს რუსთავი 2–ის ოფისში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც კომპანიისგან მიიღეს შეთავაზება საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირებაში მონაწილეობის მიღების შესახებ. ჯერ უცნობია საბოლოოდ ვინ გაიზიარებს ამ წინადადებას, თუმცა დღეს უკვე საბჭოს მუშაობის კონკრეტული საკითხები იხილებოდა.

შეხვედრის მონაწილეები შეჯერდნენ მთავარ ამოცანაზე-ნებისმიერი პოლიტიკური ზეწოლისგან ჟურნალისტების დაცვაზე. ამის შესახებ შეხვედრაში მონაწილე საზოგადოებრივი საბჭოს ყველა კანდიდატი საუბრობდა.

„საბჭოს ძირითადი მიზანი იქნება ჟურნალისტებისათვის მეტი გარანტიების შექმნა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათზე როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა ტიპის ზეგავლენები,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე.

არასამთავრობოები და სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში კიდევ შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას დასახავენ.

დღის ამბები