20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
„ერთზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ღია პროცესი,"-გიორგი ლაფერაშვილი ტელეკომპანიის საზოგადოებრივ საბჭოზე საუბრობს

რუსთავი 2-ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის კანდიდატების დღევანდელი შეხვედრით ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი კმაყოფილია. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო და ტელეკომპანიისთვის მისაღები ინიციატივა განიხილებოდა.

„ერთზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ღია პროცესი, რომელიც გაგრძელდება და ბევრ საინტერესო წინადადებამდე მივალთ. დღეს იყო კონკრეტიკაზე ლაპარაკი, რაც ჩვენთვის ძალიან მისაღებია და ნამდვილად კარგი ინიციატივები იქნა დაყენებული. საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი ეს ისევ გუნდური მუშაობის შედეგად გაირკვევა,“ - აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

დღის ამბები