ტელევიზია პოლიტიკური ბრძოლის ველი გახდა, რაც მიუღებელია - რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას განაგრძობს სამოქალაქო სექტორის ნაწილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია და მოსამართლის ვერდიქტს ელოდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, შევაფასებთ სამართლებრივად,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.