საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - სასამართლო განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრობს ამერიკაში მყოფი გიორგი კვირკაშვილი.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ტელევიზიაში ძალით შესვლას არავინ აპირებდა.
„ჩვენ მოვუწოდეთ ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად წარმართულიყო ეს პროცესი. არ მგონია, რომ ვინმე აპირებდა ტელევიზიაში ძალით შესვლას და საერთოდ მგონია, რომ აჟიტირების ხარისხმა დაბლა უნდა დაიწიოს და კონსტრუქციულ, იურიდიულ პროცესს უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ ვართ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ასე ღირსეულად წარვმართოთ ჩვენს ქვეყანაში ყველა იურიდიული პროცესი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.