20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - მოსამართლე გადაწყეტილებას დღეს გამოაცხადებს

საქმეზე,ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილებას დღეს 17 საათსა და 30 წუთზე გამოაცხადებს. 

მანამდე კი სხდომათა დარბაზში რეპლიკების პროცედურა მიმდინარეობს. მხარეებმა უკვე დაასრულეს საპაექრო სიტყვების წარმოთქმა. 

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესის სხდომა რეპლიკების ეტაპით განახლდა.

მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო სიტყვით მიმართეს მოსამართლეს.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს საბოლოო შემაჯამებელ სიტყვას დაახლოებით 2 საათ ნახევარი დაეთმო.

„არავითარი ურთიერთკავშირი ამ სასარჩელო მოთხოვნებს შორის არ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი წინასწარვე, მაშინ როდესაც სარჩელი სასამართლოს წარედგინა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი წინასწარ განწირული იყვნენ იმისთვის, რომ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი არ დაკმაყოფილდებოდა, ხოლო მიზანი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 მოსარჩელის სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოსტაცოს ხელიდან მესაკუთრეებს და ჩააყენოს თითქოსდა ქართველი ხალხის სამსახურში, ეს მიზანი მიღწეულია. იმთავითვე გაურკვეველი იყო მოპასუხეების თანამონაწილეობის საფუძველი,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი ძაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე დასრულდა ძირითადი განხილვა და მოსამართლე გასულია სათათბირო ოთახში. 

დღის ამბები