რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს 7 მოთხოვნიდან მხოლოდ ის 2 მოთხოვნა დაუკმაყოფილა, რომელიც წილების გადაფორმებას და ხელშეკრულების გაბათილებას ითვალისწინებს.
სასამართლოს დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ კურიერთან განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.
"დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება გაუქმდა და საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში ხოლო 40 % მესაკუთრედ მისი კომპანია შპს პანორამა," - აცხადებს პაატა სალია, რომელიც აქვე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატები გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, ამიტომ ქიბარ ხალვაში წილის გადაფორმებას მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს.