გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ გაგრძელება სამართლებრივი დავის აუცილებელია. მისი თქმით ასეთი სასამართლო დავები ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.
„ასეთი ტიპის პროცესები ზოგადად პრობლემურია ქვეყნის რეპუტაციისთვის, ეს ჩემის აზრით არ არის ვიწრო თემა და მხოლოდ მესაკუთრეების დავა, ეს არის პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკური საკითხი კი რომელსაც აქვს საერთაშორისო კონტექსტი ძალიან საჩოთირო და სახიფათოა. მითუმეტეს, რომ ჩვენ ბოლომდე დემოკრატიულ ქვეყნად ჯერ არ ვართ შემდგარი,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში.