მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სასამართლო დავის დეტალებს არ იცნობს და მას არ აინტერესებს თუ ვინ იქნება რუსთავი 2-ის მფლობელი. მისი თქმით მისთვის მთავარია დაცული იყვნენ ჟურნალისტები.
ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადების გაკეთების დროს ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს.
"ჟურნალისტებს თქვენ, რუსთავი 2-სმინდა მოგმართოთ. თქვენ ხართ ძალიან კარგი პროფესიონალები. მინდა აქვე დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა, ჩემი მხარდაჭერა თქვენდამი. ვინაიდან თქვენ მართლაც გამორჩეულად ისე როგორც სხვები აშუქებთ მოვლენებს საქართველოში, მაგრამ დაუშვებელია სწორედ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების პოლიტიზირება. ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს მაქსიმალურად მედიის პოლიტიზირებისგან. მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.