"წართმეული უნდა დაბრუნდეს" - ასე აფასებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას ღიად ამბობს, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
„ჩვენს ინტერესებში ყოველთვის იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვა, როგორც მესაკუთრის მიმართ, ასევე ადამიანის რომლის უფლებებიც შეილახა. თუკი მე ეს გადაწყვეტილება მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ მე ქიბარ ხალვაშისკენ ვიყავი და არა რუსთავი 2-სკენ. პრინციპი უნდა აღდგეს-ადამიანს არ უნდა წაართვა ქონება. გადაწყვეტილება მომწონს, მე მომწონს პრინციპი-წართმეული უნდა დაბრუნდეს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
მმართველ გუნდში რუსთავი 2-ს ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოს სხვა ინსტანციებში ურჩევენ.