20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
პარტია "რეფორმატორები" თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას აფასებს

რეფორმატორების თავმჯდომარე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კორუმპირებულობაზე საუბრობს.

”ჩვენი შეფასებით მოსამართლედ წოდებულმა ურთმელიძემ დღეს ოფიციალურად გააფორმა რუსული სპეცსამსახურების, ივანიშვილის, თოფაძის, მეჭიაურის და სხვა ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი მოსაზრების მქონე პირთა უკანონო ინიციატივა! პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, რომელსაც პარტია რეფორმატორები დასრულებამდე გაუწევს მონიტორინგს. წარმოდგენილი ვიქნებით ამ უკანონო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამართულ ყველა სასამართლო პროცესზე. თამაზ ურთმელიძემ კიდევ უფრო დაგვარწმუნა სასამართლო სისტემის კორუფციულობაში, რომელიც საჭიროებს დროულ რეფორმებს. წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ რუსთავი 2–ის გუნდს და გულშემატკივრებს,”-აცხადებს ირაკლი ღლონტი.

დღის ამბები