20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"2 თვით ადრე ვიცოდი ეს,"- გოგი თოფაძე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე საუბრობს

"მოვიდა დრო, მოიგო სასამართლო, 2 თვით ადრე ვიცოდი ,"-ასე გამოეხმაურა მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, მმართველი გუნდის წევრი გოგი თოფაძე. 

"ტყუილი ვთქვი? ველოდებოდი რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას. ვენდობოდი სასამართლოს და ვიცოდი, რომ მასალებით ამ კაცს ეკუთვნის და ამიტომ ველოდებოდი. ვიცოდი იმიტომ, რომ ხალვაშს ვიცნობ კარგად. კარგად ვიცნობ, კარგი ბიზნესმენი იყო წაართვეს, ჰქონდა საბუთები და აი იქედან ვიცნობდი.  2 თვით ადრე ვიცოდი როცა გავეცანი მაგის მასალებს. ვიცოდი, ტყუილად ნუ ცდილობთ მთავრობა რამეში დაადანაშაულოთ. გამორიცხულია. მოიგო კანონიერად ბიზნესმენმა ბიზნესმენს მოუგო. გააგდეს აქედან წაართვეს ყველაფერი, მოვიდა დრო, მოიგო სასამართლო,"- აცხადებს გოგი თოფაძე. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის წილების 100%-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოაცხადა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები