"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება"- ასე გამოეხმაურა დეპუტატი და თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე მოსამართლე ურთელიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის 100% წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა.
"ძალიან პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვის მოეწონა და ვის არა, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა არავის არ ჰქონია. მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.