20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
"ეს ბრძოლა საბოლოოდ "რუსთავი 2-ის" გამარჯვებით დასრულდება" - ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელები სამართლებრივი დავის გაგრძელების შესახებ საუბრობენ. როგორც სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს რუსთავი 2-ის საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა მისი მთავარი სურვილი არ განხორციელდა, ეს საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ შეჩერებული დაუყოვნებლივი აღსრულებაა.

„ბიძინა ივანიშვილი მწარედ დამარცხდა, რადგან დაუყოვნებლივი აღსრულება და კომპანიაში ეგრევე ყველაფრის შეცვლა ვერ მოხდა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა ასეთი გაბედული გადაწყვეტილება და ეს ვერ გამოუვიდა იმის გამო რომ ხალხი იდგა რუსთავი 2-ის გვერდით,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი კი თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" უწოდებს.

„არა თუ რუსთავი 2-მა, მთელმა საზოგადოებამ ორი თვის წინ იცოდა რა გადაწყვეტილებას წაიკითხავდა დღეს მოსამართლე ურთმელიძე. ჩვენ გვაქვს გარკვეული პერიოდი და ვადა, რომ სამართლებრივ ჩარჩოში გავაგრძელოთ ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა საბოლოოდ რუსთავი 2-ის გამარჯვებით დასრულდება,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები