20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"ურთმელიძემ დედა უარყო და ბუნებრივია სამართალი მამამისი ვერ იქნება,"- ლეიბორისტული პარტია

"ურთმელიძემ დედა უარყო და ბუნებრივია სამართალი მამამისი ვერ იქნება,"- ასე გამოეხმაურნენ ლეიბორისტულ პარტიაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის 100% წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. 

"ურთმელიძემ დედა უარყო და ბუნებრივია სამართალი მამამისი ვერ იქნება და ის სამართლიანი ვერ იქნება ვერასოდეს. ყველა ხელისუფლება, რომელმაც მასმედიასთან ბრძოლა გადაწყვიტა წაიტეხა კისერი,"- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ. 

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ახალი მემარჯვენეების წევრმა მანანა ნაჭყებიამ.

"ყველა სასამართლო სხდომას ვესწრებოდი და ვხვდებოდი, რომ მოსამართლე ურთმელიძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მოვუწოდებ ხელისუფლებას შემდგომ ისტანციებზე მაინც ნუ მოახდენს გავლენას. ნუ დაამტკიცებს, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის ძალიან ცუდი ტრადიციის გამგრძელებელი,"- აცხადებს ნაჭყებია. 

ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში კი ამბობენ, რომ მოსამართლემ სამწუხაროდ  მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის სასურველი ქვეყნისთვის.

"ვისურვებდი, რომ ურთმელიძეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ათქმევინებდა ყველას აქაც და გარეთაც, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართულებით პროგრესი არსებობს,"- განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. 

საქართველოს ევროპელი დემოკრატების ხელმძღვანელი პაატა დავითაია კი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროცესი დარჩა სამართლებრივ ჭრილში. 

"მთავარი მიღწევად ჩაითვლება აღსრულების მომენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომ არ მიეღო აღსრულებაც მოხდებოდა დღეს. საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივ ჭრილში დატოვა ეს დავა. ეს დავა გაგრძელდება სავარაუდოდ დიდხანს. მე ვფიქრობ, რომ ამ სამართლებრივ დავაში რუსთავი 2 გაიმარჯვებს,"- განაცხადა დავითაიამ. 

 

დღის ამბები