20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ეტაპი დეკემბრიდან დაიწყება

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებას ჯანდაცვის უწყება დეკემბრიდან გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, ელიმინაციის ფარგლებში უკვე მკურნალობს 5 ათასზე მეტი ადამიანი.

პროგრამის მიზანი კი წლის განმავლობაში 20 ათასი პაციენტის მკურნალობაა.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროს კვლევის შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც საქართველოში C ჰეპატიტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. კვლევის თანახმად, დაავადებულია 200 ათასი ადამიანი.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები