ვიცესპიკერი მანანა კობახიძე აფასებს რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ და ამბობს, რომ გარკვეული შენიშვნები აქვს. მანანა კობახიძის მტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და არსებულ პრაქტიკას გვერდი აუარა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ ჩვენ პარლამენტს არც გვკითხა და არც მოგვისმინა, რაც პრაქტიკაში ყოველთვის ხდებოდა საკონსტიტუციო საქმის წარმოებაში. მე არ მახსენდება საქმე, როდესაც გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ ისე მიიღო, რომ არ მოუსმინა მხარეებს. ფორსირებულად და ფარულად მიიღო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე, მაგრამ რაც იყო იყო, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩვენს ეს გადაწყევტილება ვემორჩილებით საკონსტიტუციო სასამართლოს,“ - აცხადებს მანანა კობახიძე და რუსთავი 2-ს ურჩევს დაემორჩილოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თუ არ მოსხწონს ის გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.
ვიცესპიკერის განცხადებით რუსთავი 2-ს ხელისუფლების მხრიდან არაფერი ემუქრება, მაგრამ ბოლო პერიოდში მოსმენილი ფარული ჩანაწერების შემდეგ მან არ იცის რამდენად უსაფრთხოა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმები ტელეკომპანიასთან მიმართებაში.