"მიხეილ სააკაშვილის ზრახვები უაღრესად დამაზიანებელია სიტყვის თავისუფლებისთვის" - ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა გავრცელებული ფარული ჩანაწერები.
პეტრიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ არსებულ ვითარებას უკრაინაში ჩასვლითა და ოფიციალური ვიზიტით უნდა უპასუხოს, სადაც მოხდება ყველა პრობლემური საკითხის განხილვა. თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილს კი ურჩევს, რომ მან „იმ ოლქს მიხედოს, რომელიც აქვს ჩაბარებული უკრაინაში.“
„ეს არის მარაზმატიკული სპექტაკლი, რომელზეც საქმის აღძვრით ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რუსულ სპეცსამსახურებთან შედიან ამ სპექტაკლში, რაზეც მე ძალიან გული მწყდება. ყოფილი პრეზიდენტის საუბრები კი ძალიან დამაზიანებელია რუსთავი 2-თვის და სიტყვის თავისუფლების დაცვის მთელი პროცესისთვის. ჩემთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის ზრახვები,“ - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.