20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ქიბარიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას ამ ტელევიზიასა და სხვა ტელევიზიებშიც," - გიორგი გუგავა

რუსთავი 2-ის ქიბარიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას ამ ტელევიზიასა და სხვა ტელევიზიებშიც,“ - ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს. გუგავას თქმით ხელისუფლებას სურს ტელევიზიის მეშვეობით შეცვალოს რეალობა.

„სანამ ხელისუფლება რუსთავი 2-ს ებრძვისმანამდე მამისონის უღელტეხილი, სადაც იყო ქართული საგუშაგო დაიკავეს რუსებმა და დღეს იქ რუსული დროშა ფრიალებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებიათ ამ თემაზე. სამაგიეროდ საუბრობს დედის უარმყოფელმა მოსამართლემ როგორი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.  

დღის ამბები