"მე შევაგინებდი დედას ურთმელიძეს, მაგრამ არ მიუვა, არ ცნობს დედას"- ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა იმედის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის 100% წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა.
ირინა სარიშვილმა აღნიშნა, რომ რუსთავი 2 არის ერთადერთი ტელევიზია, რომლის უკანაც არ დგას რუსეთი და ის ვალდებულია დაიცვას მაუწყებელი.
"მე როგორც სტაჟიანი ასევე უსამართლოდ ბრალდებული სახლემწიფოს გადატრიალების მცდელობაში ნამდვილად ვერ დავიჯერებ იმას, რაზეც ხელისუფლება საუბრობს. ჩვენ ძალიან ლოკალურად განვიხილავთ იმ პრობლემას რასაც ჰქვია, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა.
არც ერთი პოლიტიკოსი არ საუბრობს იმ საგარეო ფაქტორებზე, რაც ჩემი ღრმა რმწენით გახდა მთავარი მიზეზი ასეთი მარიონეტული ხელისუფლების ამგვარი ქმედებების. რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტევები დაიწყო კარგა ხნის წინ. გაზპრომის შემოყვანის შემდეგ ხელისუფლებამ
აშკარად მოუმატა ჩანაწერების რაოდენობას და გავრცელებას. აშკარად გაზარადა მოსახლეობაში დაპირისპირების მუხტი. ამის უკან ერთადერთი რამ შეიძლება იყოს. მე არ მგონია ნაციონალურ მოძრაობას თუ ვინმე სხვას დაუჭერს მხარს ვინმეს გასარკვევი იყოს. მაგრამ როცა რუსთავი 2 რჩება ერთადერთ ტელევიზიად, რომელიც არ არის რუსული, ამ შემთხვევაში მე, როგორც ქართველი და არა რომელიმე პარტიის წევრი ვალდებული ვარ დავიცვა, ტელევიზიის თავისუფლება და არსებობა,"- განაცხადა ირინა სარიშვილმა.