20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"ეს ყველა ჩანაწერი მოპოვებულია რუსული სპეცსამსახურების მიერ,"-ირინა სარიშვილი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

პოლიტიკური მოძრაობა იმედის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ფარულ ჩანაწერებში რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ხედავს და ამბობს, რომ მთავრობამ გაზპრომის შემდეგ უკვე ღიად გადადგა ნაბიჯი რუსეთისკენ. ირინა სარიშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა პროდასავლური მედიის წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლაა.

„მანანა კობახიძეზე ცოტა გავბრაზდი და ბევრად უფრო მეტად გამეცინა რასაც ის საუბრობდა ამ ჩანაწერებზე. ეს ყველა ჩანაწერი მოპოვებულია რუსული სპეცსამსახურების მიერ. ეს შეუძლებელია რუსული ფე ეს ბე-ს გარეშე მომხდარიყო. მთავარი არის ის, რომ ამ ჩანაწერებით ხელისუფლებამ გაზპრომის შემოყვანის შემდეგ მეორე ნაბიჯი გადადგა გაცილებით უფრო თამამად და პირდაპირ რუსეთისკენ, რომლითაც ის ცდილობს მოსპოს პროდასავლური სფერო,“ - აცხადებს ირინა სარიშვილი.

დღის ამბები