ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე რუსთავი 2-ის საქმის შეფასებისას აცხადებს, რომ ამ საქმით ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას მძიმე დარტყმა მიადგა. თარგამაძე განსაკუთრებით ვარშავისა და ვილნიუსის სამიტის წინ მედია პროცესების ასეთ განვითარებას არასასურველად მიიჩნევს.
გიორგი თარგამაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც აფასებს და ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესზეც სერიოზულ გავლენას მოახდენს და ქართულ ოცნებას მხარდამჭერებს დააკარგვინებს. ამომრჩევლისთვის ამ საქმით ქართული ოცნებას წარუმატებელი მცდელობის ბრალდება შერჩა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება სერიოზულ პრობლემად იქცევა ხელისუფლებისათვის. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ამ ჩანაწერებით რუსთავი 2 თვითრეგულირების მექანიზმების ამუშავებისაკენ დგამს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის. ამით მიუკერძოებელ რუსთავი 2-ს მივიღებთ და ეს არის ვფიქრობ სერიოზული წარმატება. ისე რომ ამ ნეგატიურ ჩანაწერების გამოქვეყნებას პოზიციტიური შედეგიც მოჰყვა,“ - აცხადებს გიორგი თარგამაძე.