ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და გადაცემა არჩევანში იმ დეტალებს კიდევ ერთხელ ასახელებს, რომელიც სასამართლო პროცესის დაწყების დღიდან კითხვებს აჩენს. ანა ნაცვლიშვილის თქმით ის მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუტებას ელოდება, რომლის შემდეგაც უკვე დღეს მიღებულ გადაწყვეტილების შეფასებასაც მოახდენს.
„რუსთავი 2-ის საქმე შეიცავს სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს, რომელიც თუ არ იქნა აღმოფხვრილი და მოგვარებული, მაშინ ძალიან ბევრ მოქალაქეს ელოდება სერიოზული საფრთხე,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.