რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, მინისტრთა კაბინეტი გამოეხმაურა. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ სასამართლო და მედია თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, პოლიტიკური ნიშანი და ხელისუფლების ჩარევა, ამ შემთხვევაში არის ნულოვანი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით კი, მთავარია ჟურნალისტებმა იმუშაონ შეფერხების გარეშე.
„მინდა გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი იმაზე, რომ ჟურნალისტებს ჩემი აზრით, იყენებენ იარაღად, იმისათვის, რომ შეიქმნას ერთგვარი არეულობის განცდა, რისი საფუძველიც არ არსებობს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.